აღმაშენებლის #124
599 92 50 07 / 032 295 96 17

პროდუქტები

Beyond Polus №1 მათეთრებელი საშუალება

3700 ევრო

"Beyond Polus” - №1 კბილების მათეთრებელი საშუალება

კომპანია "დენტალმარკეტი" გთავაზობთ თქვენი პაციენტების კაშკაშა, თეთრი, თავდაჯერებული ღიმილისთვის - ,,Beyond Polus”-ს!

"Beyond Polus” მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ პროფესიულ მათეთრებელ საშუალებად. 
უკვე 6 წელია იგი მსოფლიო კბილის მათეთრებელი საშუალებების ტოპ ათეულშია.

მსოფლიო ლიდერი ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ,,Beyond Polus” მუდმივად ზრუნავს იყოს პირველი მსოფლიო ბაზარზე, იყოს ყველაზე უსაფრთხო და მაღალ შედეგიანი კბილის პროფესიული მათეთრებელი საშუალება. მასში თავმოყრილია კოფორტი, უსაფრთხოება და გარანტირებული შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ბრწყინვალედ თეთრ ღიმილს. სწორედ ეს იწვევს სტომატოლოგების და პაციენტების აღფრთოვანებას .

,,Beyond Polus” არის ინოვაციური ტექნოლოგია მთელს მსოფლიოში , რომელშიც კომბინირებულია ძლიერი ჰალოგენები და მსუბუქი გამოსხივების დიოდური სხივი. ინტენსიური სხივი იფილტრება უმაღლეს დონეზე, ,,Beyond Polus” აქვს უმაღლესი ხარისხის ფილტრაციის სისტემა, 200 000 ოპტიკური ბოჭკო ფილტრავს ყველა ულტრაიისფერ და სხვა მავნე სხივებს, მაქსიმალურად ამცირებს კბილების მგრძნობელობას მკურნალობის დროს და მის შემდეგ.